Tuesday, August 5, 2014
სიტყვა “მათემატიკის” შესახებ მათემატიკა ერთ–ერთი უძველესი მეცნიერებაა. მისი სიმდიდრე თითქმის განუზომელია. ამ მეცნიერების არსის განსაზღვრა მარტივი სულაც არ არის . როცა დაწყებითი კლასის მოსწავლე ამბობს, მათემატიკა სწავლობს საგნების თვლას და არითმეტიკულ მოქმედებებსო, იგი სავსებით მართალია, მისთვის სწორედ ეს არის მათემატიკა. მაღალი კლასის მოსწავლე დაუმატებს განტოლებებს, გეომეტრიულ ფიგურებს, ფუნქციებს და ზღვრებს. საშუალო სკოლის კურსდამთავრებული კი მათემატიკის შინაარსს წარმოებულებითა და ინტეგრალებით შეავსებს და ა.შ. ასე, მათემატიკური განათლების დონის მიხედვით, იცვლება მათემატიკისადმი მიმართებაც და წარმოდგენაც.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment